ბესიკ თამლიანი თავისუფალია

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი თავისუფალია. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. თამლიანი საპატიმროს დღეს დატოვებს. 

მისი ადვოკატის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სასამართლომ ბესიკ თამლიანი 4000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, საკუთარი ინიციატივით გაათავისუფლა.

"გამომდინარე იქიდან, რომ გადიოდა წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა, მან ამ ვადის გასვლამდე თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან მოწმეები რომლებიც ჩვენს მიერ არიან სასამართლოში წარმოდგენილი, ათზე მეტი ადამიანია, ოთხ აპრილამდე ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა მათი დაკითხვა" - აცხადებს იოსელიანი "გირჩის" საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა.



ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები