მშვენიერაძე: მოსამართლეების არჩევითობისთვის, სასამართლო ჯერ დამოუკიდებელი უნდა გახდეს

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ ''გირჩი ტივის'' ეთერში, სასამართლოს რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მშვენიერაძემ გამოყო ოპოზიციური პარტიების შეთანხმება, რა ცვლილებები გატარდება სასამართლოში, თუ 2020 წლის არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" დამარცხდება. მისი თქმით, შეთანხმება კონსტიტუციურ ცვლილებებს გულისხმობს, თუ ეს ხაზი 2020 წლის არჩევნების შემდეგ გაიხსნება. 

ჩვენი კოალიცია, რომელიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება, ამ ეტაპზე დოკუმენტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ცვლილებების შეტანა სასამართლო სისტემაში, კონსტიტუციის შეცვლის გარეშე შესაძლებელი იქნება

 - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, მემორანდუმზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ, რეალურად რა პრობლემებია სასამართლოში. მისი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია ყველა შეთანხმდეს, რომ სასამართლო მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა.

კონსტიტუციონალისტი არ ეთანხმება ოპოზიციის შეთანხმებას მოსამართლეების არჩევითობასთან დაკავშირებით.

თუ დღეს მოსამართლეს, რომელსაც ექვს თვეში არჩევნები უწევს და მისი გადაწყვეტილებით უნდა გადაწყდეს, ადამიანი იძულებით კარანტინში უნდა გადაიყვანონ თუ არა, ის გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილის მიხედვით მიიღებს. რადგანაც ის სწორედ უმრავლესობამ უნდა აირჩიოს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში სადაც მოსამართლეები დღეს არჩევითები არიან, იქ სასამართლო ჯერ დამოუკიდებელი გახდა

 - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ ''გირჩი ტივის'' ეთერში, გადაცემაში ''პოლიტიკური აგორა".

                                                                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები