იაგო ხვიჩია: მთავრობა "სუპერგმირებს" გვიჩვენებს, რომლებსაც არჩევნებისთვის გამოიყენებს

ის ღონისძიებები, რაც მთავრობამ გაატარა, ვირუსის შეჩერებასთან არაფერ შუაში იყო - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "გირჩი ტივის" ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკური აგორა" განაცხადა. 

მისი თქმით, ძალიან რთულია, ამ შემთხვევაში მთავრობა დაადანაშაულო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რეალურად, ვირუსის შეკავება შეუძლებელია .

როგორც ცნობილია COVID19, შეიძლება სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. აქედან გამომდინარე ქუჩაში დიდი ალბათობით, ვირუსის მატარებელი ბევრი ადამიანი დადის, ისე რომ ამის შესახებ თავადაც არ იციან. ამასთანავე, მთავრობის დამსახურებად ვერ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მხოლოდ 40 ადამიანია დაინფიცირებული

მისივე თქმით, მთავრობა, ამ დღეების განმავლობაში, "სუპერგმირებს" გვიჩვენებს, რომლებსაც შემდეგ არჩევნებისთვის გამოიყენებენ. 

"ის ფაქტი, რომ ეს გმირები ''ხმალამოღებული'' ვირუსს ებრძვიან, სრული აბსურდია. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მიზანია, დაფიქრდეს ეს ხალხი, ვინც ახლა ვირუსს ''ებრძვის'', რეალურად საზოგადოებას რაში დაეხმარა?თუ აღმოვაჩენთ, რომ მათ გარეშეც სიტუაცია იგივე იქნებოდა, მაშინ მივხვდებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ ყველაფერს თავიანთი რეიტინგის ასაწევად იყენებენ''-აღნიშნა ''გირჩის'' წევრმა.

პოლიტიკოსი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ამ ვირუსს ეკონომიკურად ვინ რა გადააყოლა. მისთვის ამ კრიზისების მართვის კუთხით, ყველაზე ცუდი მაგალითი ჩინეთია, საუკეთესო კი ინგლისი,შვედეთი და სამხრეთ კორეა.

ხვიჩიასთვის უცნობია, ქვეყანა ამ სიტუაციას რამდენ ხანს გაუძლებს, რადგან ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო დანაზოგების ქვეყანა არ არის - ადამიანები ვირუსს ებრძვიან, მაგრამ მათი მატერიალური რესურსი მალე ამოიწურება. ქვეყანა იზოლირებულია, დისტანციურ მუშაობაზე კი ძალიან ბევრი ვერ გადავა.

საკმაოდ ბევრი საქმიანობის სფეროა ისეთი, სადაც ადამიანები სახლიდან ვერ იმუშავებენ. ამ ადამიანების უმეტესობამ კი სამსახური უკვე დაკარგა

მისი აზრით, სახელმწიფო ფაქტიურად ადამიანის ჯანმრთელობას განზრახ აზიანებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ''გირჩმა'' საჯარო პოზიციონირება წააგო. ამის მთავარ მიზეზად ხვიჩია, თვითონ ''გირჩის'' შიგნით, ერთიანი სწორი პოზიციის არარსებობას მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს პოზიცია აუცილებლად გაძლიერდება.

                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე



Comments