ოთო აბესაძე: აუცილებელია გადასახადების მაქსიმალური ლიბერალიზაცია

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ოთო აბესაძემ ''გირჩი ტივის'' ეთერში პანდემიის პირობებში კრიზისის მენეჯმენტზე ისაუბრა. მისი აზრით, საქართველოს მთავრობამ პირველ ეტაპზე კრიზის მენეჯმენტი, პროფესიონალების ხარჯზე დაძლია. თუმცა, მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რა ღონისძიებებს გაატარებს სახელმწიფო პოსტკრიზისულ პერიოდში.

ეკონომიკის კუთხით, აბესაძის აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე, ტურიზმის სფერო დადგება რადგან ქვეყნის ეკონომიკის სამი მილიარდი, სწორედ მასზე მოდის. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების საერთო რაოდენობა კი, 300 ათასამდეა და მათი უმეტესობა უკვე სამსახურის გარეშე დარჩა.

ოთო აბესაძე ეკონომიკური შეხედულებების სწორად გამოყენების რესურს კი ის ''გირჩში'' მკაფიოდ ხედავს.

ოპოზიცია განვითარებულ ქვეყნებში თანახელისუფლებაა, ამიტომაც საჭიროა ეკონომისტების კოორდინირება, რათა სწორი პოლიტიკა შემუშავდეს - აღნიშნა მან ''პოლიტიკური აგორის'' ეთერში.

მისივე თქმით, იმისათვის რომ ადამიანებს მეტი ფული ჰქონდეთ, აუცილებელია გადასახადების მაქსიმალური ლიბერალიზაცია.

სახელმწიფოს ბალანსზე არსებული რესურსი, არის გაყინული და დაძინებული ეკონომიკის პირველი ნიშანი

აბესაძე მიიჩნევს, რომ ერთი გაჩერებული აქტივი, ათას ნაკლებად მდიდარ ადამიანს უდრის. სწორდ ამიტომ ცვლილებები გარდაუვალი და აუცილებელი გახდება ქვეყნისთვის.

გადაცემაში ''პოლიტიკური აგორა''  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. ოთო აბესაძე თვლის, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკური ხედვა , პრაქტიკულად არ შეცვლილა და ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა.

სახელმწიფოს  სჭირდება ახალი ადამიანები, რომლებიც კონკრეტული გეგმებით ხელისუფლებაში მოვლენ. დღეს ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად განვითარებულია, ის  ხმას მისცემს კონკრეტულ პროექტს და არა სადღეგრძელოს

- აღნიშნა ''გირჩი ტივის'' ეთერში ოთო აბესაძემ და განმარტა, რომ პოლიტიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს 2024 წლიდან ელოდება.

                                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები