სიახლეები

ტორესა მოსი კორონავირუსზე: იტალიის მაგალითზე, კარგად ვნახეთ გულგრილობას რაც მოჰყვა

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები COVID19-ის კრიზისს, პოლიტიკოსებზე ბევრად უკეთ მართავენ

- ამის შესახებ ''პოლიტიკური აგორას'' დღევანდელი გადაცემის სტუმარმა, მწერალმა და სამოქალაქო აქტივისტმა ტორესა მოსიმ განაცხადა. მისი შეფასებით, ვირუსის ფონზე, რომელსაც უკვე პანდემიის სახე აქვს, ქვეყანას რთული ეკონომიკური კრიზისი ელოდება, რაც გარკვეულწილად, მთავრობის ბრალია, რადგან ამ კუთხით, შესაბამისი ზომები დროულად არ მიიღო.

"ჩვენი ქვეყანის პროდუქტის უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის, მცირეა შიდა წარმოება. სწორედ ამიტომ გარკვეული ქვეყნების მიერ საზღვრების ჩაკეტვა, სახელმწიფოს უდიდეს დარტყმას მიაყენებს. თუმცა, საზოგადოების დამოკიდებულება კარანტინში მყოფი ადამიანების მიმართ, ზოგ შემთხვევაში არაჯანსაღია. 

თუ შენი ინდივიდუალური თავისუფლება, საფრთხეს უქმნის სხვების სიცოცხლეს, ამ შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურია. მაღალი სტანდარტია ადამიანს არჩევანს აძლევდე, თვითონ გადაწყვიტოს თვითიზოლაცია ურჩევნია თუ კარანტინი.

იტალიის მაგალითზე, ჩვენ კარგად ვნახეთ გულგრილობას  რა შედეგიც მოჰყვა. იქ დღეს უკვე ყველა იძულებით კარანტინშია. ამ ფონზე ჯანდაცვის სპეციალისტები სიტუაციას  ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით აკონტროლებენ" - განაცხადა ტორესა მოსიმ ''გირჩი ტივის'' ეთერში.

კომენტარები