სიახლეები

261 Views
პოლიტიკა

გადაკოცნას მოერიდეთ და ხელის აწევით მიესალმეთ ერთმანეთს - ამირან გამყრელიძე

ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით, ძალიან გთხოვთ, მოვერიდოთ ამას. მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება, ნებისმიერი რესპირატორული ვირუსი ბობოქრობს. ასეთ დროს, რეკომენდაციებშია ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავებაც, ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს.

- დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

ლუგარის ცენტრში, მოლეკულური კვლევებით 41 ნიმუშია გატესტილი, დადასტურებულია კორონა ვირუსის 1 შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონა ვირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები