969 Views
პოლიტიკა

Ipsos-ის კვლევის მიხედვით "გირჩს" ამომრჩეველთა 3 % უჭერს მხარს

ფრანგული კვლევითი კომპანია Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, "ხვალ რომ არჩევნები იყოს", "გირჩს" ამომრჩეველთა 3 % უჭერს მხარს. კვლევის მიხედვით გაერთიანებულ ოპოზიციას 55 პროცენტი დაუჭერს მხარს, "ქართულ ოცნებას" კი - 39 პროცენტი. Ipsos-მა კვლევა  მთავარი არხის დაკვეთით ჩაატარა. ცდომილება 2.5 %-ია. როგორც არხი განმარტავს, კვლევა 27 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანებული ფორმით არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ლიდერი "ქართული ოცნება" იქნება. პარტიის მხარდაჭერა 34 პროცენტია.

სულ ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" -34%; ნაცმოძრაობა - 29% , ევროპული საქართველო 10%, ლეიბორისტიული პარტია- 6%;

ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსი - 5 % ; ლელო 3%; გირჩი -3% ; ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა - 3%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - 2%; რესპუბლიკური პარტია 1% ; კონსერვატორები 1% ; თავისუფალი საქართველო 1%.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები