138 Views
დღის ფოტო

20/30-იანელებმა ბიძინა ივანიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

მოძრაობა 20/30-იანელებმა ბიძინა ივანიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ გზით, რუსთაველის თეატრის წინ შეკრებილმა აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ლიდერს დაბადების დღე მიულოცეს.

შეხედეთ რალამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ, რომ დღეს ბატონი ბიძინას დაბადების დღეა. მინდა მივულოცო დაბადების დღე, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და დღეგრძელობა. როგორც იცით ქართული კულტურა ბატონი ბიძინას წყალობით ცოცხლობს, ის უხდის მსახიობებს ხელფასებს, გაზის ფულს, დენის ფულს, ისინი კი მხოლოდ ერთმანეთს უხსნიან ვარსკვლავებს და ბატონი ბიძინა სულ დაივიწყეს, ამიტომ ჩვენ დღეს გავუხსნით ბატონ ბიძინას ვარსკვლავს, რადგაბ ის ამას ისევე იმსახურებს, როგორც მთაწმინდაზე დაკრძალვას.

- ამბობს მოძრაობა 20/30-იანელების წევრი გიორგი ნადარაია.

ვარსკვლავის გახსნის შემდეგ ადგილზე რუსთაველის თეატრის წარმომადგენელი მივიდა, ბიძინა ივანიშვილის სახელობის ვარსკვლავი ააძრო და გადააგდო.



კომენტარები