სიახლეები

ესტონეთის საგარეო უწყება გიგი უგულავას დაკავების გამო შეშფოთებულია

გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა "ევროპული საქართველოს" ლიდერის, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაავრცელა განცხადება. მისი განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილება არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა.

უგულავას დაკავებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება და იზიარებს ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს განაჩენს, ხელს არ უწყობს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვა

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას წინააღმდეგ.

- ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც Twitter-ით გაავრცელეს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები