გიორგი რურუას სასამართლოზე

ეს საქმე არის ნათელი საპრეზენტაციო მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა და როგორ აბოროტებს ის ადამიანებს.
როგორ ამტერებს გიორგი რურუასთან ყველას, ვისთანაც მას ამ საქმეზე მოუწია შეხება სისტემიდან.

ამ საქმეში ჩართულია სისტემის ბოროტების ოთხივე საცეცი და მუშაობს ერთიანად, სინქრონიზებულად, ერთი ადამიანის წინააღმდეგ.

სუსი, რომელიც უსმენს, იცის მისი გეგმები და გადაადგილების მარშრუტი.
პოლიცია, რომელიც იარაღს უდებს და ამის ოქმს ადგენს.
პროკურატურა, რომელმაც ეს ყოველივე იცის, მაგრამ მაინც წარუდგენს ბრალს და ითხოვს პატიმრობას.
სასამართლო, რომელიც ამ სპექტაკლს "აპრავებს" და ადამიანს აპატიმრებს.

ყველას თითო უფროსი ჰყავს. შსს-ს - მინისტრი, სუსს - უფროსი, პროკურატურას - გენერალური პროკურორი. სასამართლოს - 10 კაციანი კლანი.
თუ ესენი შენია, მთელი სისტემა ხელში გიჭირავს.
დღეს ბიძინას უჭირავს, მანამდე მიშას, მანამდე ედუარდს, უფრო ადრე ზვიადს, ცოტა ხნით.
არც ერთს არ უცდია მისი დანგრევა.
ესაა საბჭოთა სისტემა, რომლის თავზეც ზის ცეკას მდივანი და ესენი მას ემონებიან, მანამ სანამ ახალი ცეკას მდივანი არ მოვა.
ძველი ცეკას მდივნები სისტემას არ უყვარს, ის მხოლოდ მოქმედის კაცია და მას ემსახურება.
რაღაც დროის მერე იშორებს, ახალი მოჰყავს და გადაიტვირთება.

ამ სისტემის დაშლის შანსი გვქონდა 2003-სა და 2012 ში, გავანიავეთ.
ახლა ისევ გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ, რურუასავით რომ არ მოგვექცეს მომავალში არავინ.
ამ ქვეყანაში, ვერასოდეს ვერავინ ვერ შეძლო, კარგი და უსაფრთხო პოლიცია, უშიშროება, პროკურატურა და სასამართლო მიეცა ხალხისთვის, რადგან ყველას უნდოდა ცეკას მდივნობა.
სხვა არაფერი იცოდნენ.
ახლა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რურუას საქმე არასოდეს არ განმეორდეს. ყველასთვის გასაგები მაგალითი იყოს იმისა, თუ რა არ გვინდა.
არა იმიტომ, რომ მორალური ხალხი ვართ და არ ვიკადრებთ.
არამედ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს შეუძლებელი.
გიორგი რურუას დაჭერა შეუძლებელი იქნებოდა თუ:

1. სუსი არ იარსებებდა და ადამიანის მოსმენა და მისი გეგმების გაგება მხოლოდ სასამართლოს პასუხისმგებლობით იქნებოდა შესაძლებელი, თან ახსნილი და დასაბუთებული.

2. თუ პოლიციის უფროსი იქნებოდა ჩვენი არჩეული შერიფი და მას არ ეყოლებოდა ზემდგომი მაფიოზა სისტემშიკი, ანუ მართლა მისი გადასაწყვეტი იქნებოდა, ვის იჭერს და ვის - არა.

3. პროკურორი იქნებოდა ხალხის მიერ არჩეული ადამიანი, რომელსაც ვიღაც მიახვედრებდა როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველთან.

4. მოსამართლე იქნებოდა არა კლანის, არამედ ხალხის მიერ არჩეული, რომელსაც ამომრჩევლებისთვის ყოველდღიურად უწევს თვალებში ჩახედვა.

5. კონკრეტული და გასაგები დაზარალებულის გარეშე დანაშაული რომ არ არსებობდეს.

ერთ-ერთი მაინც რომ გვქონოდა, ეს ჯაჭვი ვერ შეიკვრებოდა.
თუმცა ოთხივე დასანგრევია. ერთმანეთს გვახოცვინებს პატიოსან ხალხს.
საბჭოთა ბოროტება გვისვენია წინ გვკლავს და ვერ ვხედავთ .
სიმსივნეა, რომლის ამოკვეთასაც საშველი ვერ დავაყენეთ.
ეს დაავადება ყველას აგიჟებს ვისაც შეეყრება. "ბეჭდების მბრძანებელში" ბეჭედი რომაა და თითზე ვინც იკეთებს ყველას რომ აგიჟებს - ისეთია.
რადგან ყველა გააგიჟა, ახლა ამ ქვეყანაში არაფერი წმინდა არ არსებობს, ყველაფერი დისკრედიტირებულია, ამერიკის ელჩის გარდა არავის იმედი არ გვაქვს და არც არავის არ გვჯერა.
ვერავის ვერ ვანდობთ ამ სისტემის კეთილმოწყობას ბეჭედს, რომელიც აგიჟებს. ვერავის ვანდობთ, უნდა გავანადგუროთ.
თან მხოლოდ ჩვენ, ხალხმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ახალი მორალური სისტემის აშენებაზე.
არავის არ დაეჯერება.
იგივე სიტუაციაა, რაც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ამერიკაში, ქვეყანაა დასაფუძნებელი თავიდან.
თან ისეთი ხალხის დასაფუძნებელია ერთმანეთი რომ ძალიან არ ევასებათ (ისევე, როგორც ამერიკაში).
საბჭოთა ღირებულებების ჩანაცვლების შანსია, ადამიანური ღირებულებებით, რომელზეც თავის დროზე დადგა ამერიკა.
ახლა გვაქვს შანსი შევთანხმდეთ ტრადიციულ ამერიკულ ღირებულებებზე, რომელმაც ზუსტად ვიცით, რომ გაამართლა.
ამერიკელებმაც არ იცოდნენ, როგორ უნდა გამოსულიყო კარგი მართლმსაჯულების სისტემა, ამიტომ გადაწყვიტეს ყველაფერი აერჩიათ - შერიფიც, პროკურორიც და მოსამართლეც.
(სუსი იქ ვერ იარსებებს, არც ერთ პრეზიდენტს ეგ არ შერჩებოდა)

თუ ილია ჭავჭავაძის ხალხი ვართ და მას პატივს ვცემთ, ამის გაკეთების ვალდებულება ისედაც გვაქვს.

ილიას გზა დღეს - ამერიკული გზაა.
თუ ვენდობით, მხოლოდ ამერიკას ვენდობით რეალურად.
(ელჩის ჩამოსვლის მოლოდინზეც გვეტყობა).

როგორც ზემოთ ვთქვი, 2003-ში "გავმაზეთ" ახალი ქვეყნის დაფუძნება, - 2012 -შიც, ახლა კიდევ ერთი შანსი გვექნება და სულელები ვიქნებით, რომ ვერ გამოვიყენოთ.

მანამ, სანამ გვექნება, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ამ შანსს.

ავტორი: იაგო ხვიჩია



კომენტარები