სიახლეები

155 Views
პოლიტიკა

საკრებულოს სხდომაზე "ოცნების" წევრებმა ლევან ხაბეიშვილზე იძალადეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნების" წევრებმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე იძალადეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას "ოცნების" რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

ერთ ადამიანს რამდენიმე ქოცი სვავივით დამესია. ჩემი შუბლი ან თვალი თუ პრობლემა ჰგონიათ, ძაან ცდებიან, მე ჩემი თავი, ჩემი ცხოვრება გადადებული მაქვს ბიძინა ივანიშვილთან და ამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი ფაქტით ამხილა ივანიშვილიც და კალაძეც, ამიტომ მებრძვიან.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ყველაფერი მის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო მოხდა, სადაც ის ხელისუფლების და კონკრეტულად კახა კალაძის კორუმპირებულობაზე საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საკრებულოს ოპოზიციპონერ წევრს, ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები