სიახლეები

162 Views
პოლიტიკა

გუგავა: პროპორციულის დაპირება 20 ივნისს დაღვრილმა სისხლმა განაპირობა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადების კრიტიკას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

როგორც "ლეიბორისტული პარტიის" წევრი, გიორგი გუგავა, "გირჩის" ახალი ამბების სააგენტოსთან ამბობს, პროპორციული სისტემის დაპირების მიღებაში წვლილი ყველა პარტიას მიუძღვის, თუმცა მისივე თქმით, პროცესში გადამწყვეტი საზოგადოების, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების ჩართულობა იყო, რომლებიც 20 ივნისს ხელისუფლების ქმედებებს შეეწინააღმდეგნენ

პროპორციულის დაპირება 20 ივნისს დაღვრილმა სისხლმა განაპირობა

- გიორგი გუგავა.

გიორგი გუგავა ფიქრობს, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია. თუმცა, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი იმასაც დასძენს, რომ ოპოზიცია, არსებულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლაში, ერთიანი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქ სტატუსით გამოეხმაურა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ "ენმ-მ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს პროპორციული არჩევნების დაპირება"

როგორც ჯაფარიძე წერს, "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კომუნიკაციას გააგრძელებს, თუმცა გრიგოლ ვაშაძეს არაფერზე აღარ დაელაპარაკება. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები