სიახლეები

179 Views
პოლიტიკა

"ძამი, რა გჭირს ძამი?" - ოზურგეთის მერმა სხდომაზე დეპუტატს მიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა.

სიტყვის გამოსვლის დროს საკრებულოს წევრმა ვასილ ჩიგოგიძემ რამდენჯერმა ჩაახველა.

"ძამი, რა გჭირს ძამი" - ჰკითხა მერმა ვასილ ჩიგოგიძეს.

 სავარაუდოდ, საკრებულოს წევრი გაცივდა. 

ოზურგეთის საკრებულოს წევრს, რჩევის სახით, ვთავაზობთ, გაციების დროს უებარ საშუალებას, გირჩის მურაბას, ჩაისთან ერთად, ან მის გარეშე.

წყარო: gurianews.com

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები