სიახლეები

82 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: "ოცნების" დაცვა სირცხვილი გახდა, რაც გამოღვიძების შანსს გვაძლევს

 ჩვენ პრობლემური ქვეყანა ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა. ამ სისტემას აქვს ასეთი უნარი, ის მთლიანად აღმოჩნდება ხოლმე ერთი ადამიანის ხელში, შესაბამისად როგორც კი რაღაც მოძრაობები იწყება სისტემა ცენტრალიზებულად იწყებს მოქმედებას საპროტესტო მოძრაობების წინააღმდეგ

- განაცხადა იაგო ხვიჩიამ რადიო მაესტროს ეთერში.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაიბარა და "ჩაიცვა" იგივე სისტემა, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელში იყო და რომლის დახმარებითაც შეუძლებელი იქნებოდა სააკაშვილს დაეკარგა მის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება, რომ არა ივანიშვილის უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ივანიშვილის მსგავსი ადამიანის მოშორება მაშინ, როდესაც, მას სისტემა ბოლომდე აქვს მორგებული, წარმოუდგენლად რთულია. თუმცა, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი დადებული პირობა თავადვე დაარღვია, გაჩნდა შანსი, რომ კიდევ ერთხელ შევძლოთ ხელისუფლების შეცვლა.

პირობა დაარღვია, რითაც ყველასთვის გასაგები გახდა, რომ 2011 წელს რომ გმირად მოვიდა, ახლა აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივად მიხეილ სააკაშვილია, არაფრით მისგან არ განსხვავდება.

იაგო ხვიჩიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის საქციელით ნათელი გახდა, რომ არც ხუნდაძე, არც ბერაია და არც 40 "აჯანყებული" არაფერ შუაშია და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილია "გადამგდები".

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს ადამიანი, რომელსაც "ქართული ოცნების" დაცვა შეუძლია, რადგან სირცხვილი გახდა მმართველი ძალის დაცვა, რაც ერთგვარი გამოღვიძებაა და გვაძლევს შანსს, ივანიშვილის ხელთ არსებულ რესურსებს და მასში კონცენტრირებულ ძალაუფლებას რაღაც დავუპირისპიროთ.

ეს გვაძლევს შანსს იმ რესურსებს და ძალაუფლების კონცენტრაციას რაღაც დავუპირისპიროთ და გაჩნდა შანსი, რომ კიდევ ერთხელ შევძლოთ ხელისუფლების შეცვლა 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები