586 Views
ბლოგი ეკონომიკა

რატომ არ უნდა აშენებდეს მთავრობა გზებს?

ნებისმიერი მოქმედების ხარჯი იმ გამოუყენებელი შესაძლებლობის ღირებულებაა, რომელზეც ამ ქმედების განხორციელებისას უარის თქმა მოგვიხდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ: თუ თქვენ ფლობთ 100$ და არჩევანი ამავე ღირებულების ორ პროდუქტს შორის უნდა გააკეთოთ, ბუნებრივია, აირჩევთ იმას რომელიც თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი, ღირებულია.  შეძენილი ნივთის ფასი კი,  არა გადახდილი 100$, არამედ ის სარგებელი იქნება, რომელსაც მეორე პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში მიიღებდით. სწორედ მეორე პროდუქტია ის გამოუყენებელი შესაძლებლობა, რომელზეც უარი თქვით ე.ი თქვენი ქმედებით გაწეული ნამდვილი - ეკონომიკური ხარჯი.

რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი?

- ჩვენ, ადამიანები მუდმივად ვისწრაფით რაიმე ღირებულის შექმნისკენ და მიზნად ვისახავთ მიღებული, სუბიექტური, კეთილდღეობის მაქსიმიზაციას. ეკონომიკური ხარჯის კონცეფციის ცოდნა, სწორედ,  ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება , რადგან გვიბიძგებს  ვიფიქროთ იმაზე თუ რომელ შესაძლო სარგებელს ვთმობთ არჩეული პროდუქტის/მომსახურების ან ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ. ამგვარად ჩვენი მოქმედებები უფრო გააზრებული ხდება.

ეკონომიკა ეს არის შეზღუდული რესურსების დაზოგვის მეცნიერება და ეფუძნება ადამიანის მოტივს - გაანაწილოს რესურსები ისე, რომ მისი სუბიექტური აღქმით, მაქსიმალური ფასეულობა მიიღოს. ეს  რამდენად თეორიულადაც არ უნდა ჟღერდეს, უზარმაზარი შინაარსის მატარებელია და ამ მოცემულობას უნდა ეყრდნობოდეს ყველა ეკონომიკური ანალიზი.
ამ კონცეფციის უცოდინარი მხოლოდ მოქმედების შედეგს აფასებს, ხოლო ამ შედეგის მისაღებად გაწეული ხარჯი ჰორიზონტს მიღმა რჩება. ამან შეიძლება უზარმაზარი რაოდენობის რესუსრსის ფლანგვამდე მიგვიყვანოს ისე რომ მიღებული სარგებლოს ზომა სასურველთან ახლოსაც არ იყოს.
ამის მაგალითი ისტორიაში უამრავია.

ამჯერად, 1960 წელს აშშ-ს მიერ განხორციელებულ „კოსმოსის პროგრამასა“და მეორე მსოფლიო ომს განვიხილავთ. ამ უკანასკნელისგან მიღებული სარგებელი ხელოვნური რეზინის გამოგონება იყო, რამაც კაცობრიობა ძვირადღირებული და ხანგრძლივი საწარმოო პროცესისგან გაათავისუფლა.  „კოსმოსის პროგრამამ“ კი ტექნოლოგიური წინსვლა დააჩქარა. თუმცა, რა იყო ამ ორი მოვლენის ეკონომიკური ხარჯი? ან, ის ალტერნატიული სარგებელი, რომელსაც ომსა და „კოსმოსურ რბოლაში“ ინვესტირებული უზარმაზარი რესურსის სხვა საქმიანობაში დახარჯვით მივიღებდით? როგორი იქნებოდა დღეს სამყარო იმ აღმოჩენებითა და ინოვაციებით ამავე რესურსის ალტერნატიული გამოყენების შემთხვევაში?
II მსოფლიო ომში დახარჯული რესურსის არამიზანმიმართულობა ნათელია, რამდენადაც   ძნელია შევხედოთ ომს, როგორ პროდუქტიულ მოვნელას . თუმცა  „კოსმოსის პროგრამის“ მაგალითი, პრინციპულად, ანალოგიურია: რა შესალებლობები დავკარგეთ ჩვენ,  საზოგადოებამ, იმის გამო რომ მთავრობამ მილიარდობით დოლარის ინვესტირება, რუსეთთან შეჯიბრისთვის მთვარეზე გაფრენის პროგრამაში, გადაწვიტა? - რა თქმა უნდა, ამას ვერასდროს გავიგებთ.

განსხვავებულად მუშაობს თავისუფალი ბაზრის სისტემა სადაც ბიზნესმენები ერთმანეთს ხარჯების შემცირების მაგივრად, კეთლდღეობის შექმნაში ეჯიბრებიან. ბუნებრივია, ამ უკანასკნელის ცნება სუბიექტურია და დამოკიდებულია მომხმარებლის აღქმაზე. რა თქმა უნდა, ბიზნესმენებმა წინასწარ არ იციან, მაგრამ ისინი ფსონებად საკუთარ ფინანსურ სახსრებს დებენ იმაზე თუ რა იქნება მომხმარებლისთვის სასარგებლო, კეთილდღობის მომტანი. შედეგად ვიღებთ მრავალფეროვან პროდუქტებს, მაშასადამე არჩევანის შესაძლებლობას უამრავ ალტერნატივას შორის, მომხმარებელი კი ირჩევს, სუბიექტურად, ყველაზე სარგებლიანს.
აღსანიშნავია ის რომ, ბიზნესმენისთვის უმნიშვნელოა ფლობს თუ არა ინვესტირებისთვის საკმარის სახსრებს. მისთვის  მთავარი კაპიტალზე უკუგებაა ე.ი რამდენით  აღემატება  მიღებული სარგებელი პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო თანხას (წარმოების ხარჯს). თუ ROI (Return on Investment) - კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი - სხვა შესაძლებელ და ნაცად ალტერნატივებზე მნიშვნელოვნად მაღალია,  ბიზნესმენი ყოველთვის იპოვის საჭირო სახსრებს, თუნდაც, ინვესტორთან, რომლის მთავარი მოტივატორი მაღალი ამონაგებია.

ამრიგად, არგუმენტი რომ „მხოლოდ მთავრობას შეუძლია“ იმ პროექტებში ინვესტირება, რომელიც მაღალ სახსრებს საჭიროებს, აბსურდულია. პირიქით მთავრობის ყოველი ინვესტიცია ხშირად  ქმნის არარსებულ პრობლემებს და  წარუმატებლად პასუხობს  ეკონომიკური დანახარჯის კონცეფციასაც (ეს კარგად ჩანს ზემოთ მოყვანილ მაგალითშიც). ეკონომიკური ან ალტერნატიული ხარჯი ძლიერი ინდიკატორია იმის გასაგებად, თუ რას ანიჭებენ ადამიანები უფრო მეტ მნიშვნელობას, მიუხედავად ინვესტირებული კაპიტალის ზომისა. რაც უფრო მაღალია უკუგების კოეფიციენტი მით მეტია ადამიანებისთვის შექმნილი სარგებელი, რაც მაღალი ფასის დაწესებისა და შესაბამისად, მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

ეკონომიკის, სწორედ, ამ მონაკვეთშია ალტერნატიული ხარჯის კონცეფციის გააზრება მნიშვნელოვანი. თუ ბიზნესმენის წარმოდგენაში არსებული პროექტი მაღალშემოსავლიანი აღმოჩნდება, მიუხედავად საწყისი კაპიტალის ზომისა, აუცილებლად, შეძლებს მის განხორციელებას. ამავდროულად, სხვა ბიზნესმენები, რომელთა პროექტები ნაკლები უკუგების მომტანი იქნება, შეწყვეტენ ინვესტირებაზე ფიქრს. ეკონომიკისთვის და ადამიანებისთვის კი მნიშვნელოვანი უფრო მაღალი ფასეულობის მქონე Start Up-ებია, რადგან მხოლოდ ისინი ზრდიან ჩვენს კეთილდღეობას. კონკურენტულ ბაზარზე  იმ პროექტების „გაცხრილვა“, რომლებიც მაღალ ფასეულობას ვერ აწარმოებენ მნიშვნელოვანია რადგან: ისინი, სიყვასიტყვით, ფლანგავენ რესურსებს, რადგან გამოუყენებელი შესაძლებლობის ფასეულობა გაცილებით მაღალია. გამოუყენებელ შესაძლებლობებში იგულისხმება ის პროეტები, რომლებიც ვერ განხორციელდა, ვინაიდან შეზღუდული რესურსები სხვა, ნაკლებ ფასეულ, პროექტზე დაიხარჯა. ეს ეკონომიკური ხარჯია, მიუხედავად მიღებული სარგებლისა.

მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ რომ კოსმოსის პროგრამა, ომის მსგავსად, რესურსების ფლანგვა იყო. მისი განხორციელება კი მთავრობამ ითავა, რადგან არც ერთ ბიზნესმენს არ სურდა ინვესტირება ნებისმიერ ალტერნატიულ პროექტთან შედარებით დაბალი სარგებლიანობის მომტან ან დაბალი უკუგების კოეფიციენტის მქონე ბიზნესში. ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით რა იყო ის გამოუყენებელი შესაძლებლობა, რომელზეც მთავრობამ უარი კოსმოსის პროგრამის განხორციელებისას თქვა, თუმცა შეგვიძლია ვიფიქროთ ნებისმიერ ალტერნატივაზე - იქნება ეს დაავადებების მკურნალობა, სიღარიბის შემცირება, განათლების დაფინანსება თუ სხვა. ფაქტი , რომ მომხმარებელს არ სურდა საკუთარი ფულის დახარჯვა კოსმოსის პროგრამაზე, უკვე საკმარისია დასკვნისთვის რომ ის საკმარისად სარგებლიანი არ ყოფილა და გამოუყენებელი შესაძლებლობები, ანუ ეკონომიკური ხარჯი, გაცილებით მაღალი ფასეულობის მატარებელი იყო.
ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ „კოსმოსის პროგრამას“ დადებით არაფერი მოუტანია? - რა თქმა უნდა, არა. რადგან შედეგად იყო უამრავი ტექნოლოგიური გამოგონება და ინოვაციური აღმოჩენა. მაგრამ ეს სიკეთეები, დაფინანსებისას,  მთავრობისთვისაც  გაუთვალისწინებელი იყო. რა თქმა უნდა, არსებობს მთავრობების მიერ განხორციელებული მაგალითები რომლებიც, შემთხვევითობის წყალობით, ძალიან კარგი შედეგით დასრულდა, თუმცა, არალოგიკურია ვემხრობოდეთ მთავრობის მიერ უზარმაზარი რესურსების ხარჯვას, მხოლოდ იმიტომ, რომ ლოტოტრონის პრინციპით,  სრულიად შემთხვევით, რომელიმე მათგანი მაქსიმალურად სარგებლიანად გამოიყენებს შეზღუდულ რესურსებს და ინდივიდებისთვის კეთლდღეობის მომტანი იქნება.

წყარო: Mises.org

თარგმანი: ნინი კიპაროიძე



კომენტარები