სიახლეები

422 Views
პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ვაჟა გაფრინდაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე ჟურნალისტებისგან გაიგო

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ვაჟა გაფრინდაშვილის 1 წლითა და 9 თვით, ოკუპანტების მიერ, ტყვეობაში დატოვებაზე, ჟურნალისტებისგან გაიგო.

ამ ინფორმაციაზე პასუხად ზალკანიანი ამბობს, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო გააქტიურდება.

თუ კი ეს სიმართლეა, რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად დასაგმობი. ჩვენ აუცილებლად, ყველა, მაქსიმალურად უკვე არსებული მაქსიმალურად რაც კი რესურსი იყო გამოყენებული, მაქსიმალურად ავამოქმედებთ, ყველა ბერკეტი არის ამოქმედებული, თქვენ გახსოვდეთ, ვისთან გაქვთ საქმე, საოკუპაციო რეჟიმთან.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები