სიახლეები

964 Views
პოლიტიკა

აშშ-ს სენატმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანი დანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა.

სენატმა კელი დეგნანს 29 ოქტომბერს მოუსმინა. მან თავის სიტყვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რუსული აგრესიის პირისპირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, აშშ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, საზიანო რუსულ და მზარდ ჩინურ გავლენასთან გამკლავება და სხვა.

კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტის ბოლოს ამოეწურა. სწორედ ამ პერიოდიდან არ ჰყავს აშშ-ის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებდა. 

კომენტარები