რითია კრიმინალზე ნაკლები ეს საბჭოთა მილიცია?

აი, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ გონება გაგეხსნათ???!!! 

რას იცავთ? ვის იცავთ? 
რითია კრიმინალზე ნაკლები ეს საბჭოთა მილიცია???!!!!

ქურდებს ეგენი აძლევენ მოსაკლავად ადამიანებს! 

ადამიანებს ეგენი აუპატიურებენ!

წამალს და იარაღს ეგენი ტენიან!

ბავშვებს თვალებს ეგენი თხრიან გავრილოვის დასაცავად!

გადამგდებ, მატყუარა და გაუმაძღარ ჩინოვნიკებს ეგენი იცავენ, ამისთვის ახალგაზრდებს არბევენ და ცრუ მუხლებით იჭერენ!

ცრუ ჩვენებებს ჯგუფურად იძლევიან უტიფრად!!!

17 წლის ,,ტერორისტებს" საწოლში შუბლს უხვრეტენ და მერე ყუმბარას უგდებენ იქვე კუთხეში!!!

17 წლის ბავშვის მკვლელებს ხელს აფარებენ!!!

ეხლა 15 წლის ბავშვი მოკლეს!!!!

ბოლო ბოლო რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, რომ საკუთარი შვილები არ ახოცინოთ ამ ჯალათ სისტემას???!!! 

და მერე თქვენივე გადახდილი ფულით საკუთარ შვილებს არჩენენ!!!

მრცხვენია! საშინლად მრცხვენია მაგ უწყებაში გატარებული თითოეული წამის!!!

უკანასკნელი კრიმინალიც კი არ არის მანდ მოხვედრის ღირსი, სანამ ყველაზე დიდი კრიმინალი თავად სისტემაა!!!

სისტემა უნდა დაინგრეს!!!

ავტორი: ვიტალი გუგუჩია (ყოფილი პოლიციელი) 



კომენტარები