1196 Views
მართლმსაჯულება

ხვიჩია: პოლიციელს რომ ყველაფრის უფლებას არ ვაძლევდეთ, ახლა ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. ამის შესახებ იაშვილის კლინიკაში განაცხადეს.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ახლობლების ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს ლუკაზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

პოლიცია მას სკოლის კედელზე წარწერების გაკეთების აღიარებას სთხოვდა.

თემას "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალური ქსელით ეხმიანება.  

"პოლიციის მუნდირს გადაჭარბებულ მნიშვნელობას რომ არ ვანიჭებდეთ და ვისაც ის აცვია, იმას ყველაფრის უფლებას  არ ვაძლევდეთ, ახლა ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა.

#სისტემაუნდადაინგრეს."

- წერს ხვიჩია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები