სიახლეები

232 Views
პოლიტიკა

არ მოველოდი ღვთისმოსავი კაცია და თავის სიტყვებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს - ვოლსკი ერქვანიაზე

მე არ განვიხილავ ალექსანდრე ერქვანიას წასვლას კრიზისად, როგორც თქვენ გინდათ, რომ წარმოაჩინოთ. ყველა ადამიანს გარკვეულად დასაბუთებული საკუთარი გადაწყვეტილება აქვს. მთავარია არის კომენტარები, რაც მან გააკეთა და მით უმეტეს, ეს ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებები უმრავლესობის მიმართ, თითქოს აქ ეკლესიასთან დაპირისპირებაა. არათუ უსაფძვლოა, მე ვფიქრობ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მისგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი, მით უმეტეს, ღვთისმოსავი კაცია და თავის სიტყვებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს.

- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დღეს, 10 დეკებმერს დატოვა. მისი თქმით, ქვეყანაში "სრული ქაოსია" და მიმდინარეობს ბრძოლა "ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის".

როგორც ერქვანიამ თქვა, "ხელისუფლების დუმილმა და უმოქმედობამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ"

 

კომენტარები