სიახლეები

81 Views
პოლიტიკა

"დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებით ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით.

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" რუსული სააგენტო „ტასსის“ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელიც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მოხდა.

დემოკრატიული მოძრაობის განცხადებით, ნინო ბურჯანაძე ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბნატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო თუმცა მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია.

პარტიიის პრესამსახურის ხელმძღვანელის, ჯილდა მაჭავარიანის თქმით, ბურჯანაძემ კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე, ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რისი უგულებელყოფაც რამდენიმე მედია გამოცემამ სცადა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები