ხვიჩია: რუსეთს აწყობს პოლიტიკური დესტაბილიზაციის კერა იყოს ეს ქვეყანა, რაშიც არსებული საარჩევნო მოდელი ეხმარება

პრორუსულობას როგორ ზომავენ ამ ქვეყანაში მე ვერ გავიგე, მაგრამ რეალურად, პრორუსულობა ნიშნავს, რა აწყობს რუსეთს. თუ შენ იქცევი ისე, როგორც რუსეთს აწყობს, შენ ხარ პრორუსული.თუ შენ იქცევი ისე, როგორც რუსეთს არ აწყობს, რაც არ უნდა ილაპარაკო,  პრორუსი ხომ არ იქნები. ჩემი აზრით, რაც რუსეთს აწყობს არის ის, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაციის ადგილი იყოს ეს ქვეყანა, ხოლო ეს საარჩევნო მოდელი , რაც გვაქვს, არის მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაცის კერა 30 წლის განმავლობაში, ამიტომ იყო უმნიშვნელოვანესი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულება.

- განაცხადა იაგო ხვიჩიამ, რადიო პალიტრას ეთერში.



კომენტარები