სიახლეები

179 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ხელისუფლებაში ეშინიათ, რომ ვენეციის კომისია გერმანულ მოდელს კონსტიტუციურად მიიჩნევს

ის რომ ხელისუფლება უარს აცხადებს ვენეციის კომისიაში გერმანული მოდელის გაგზავნაზე ეგ აჩვენებს, რომ მათი პოზიციები არის სუსტი

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები და ეშინიათ, ვენეციის კომისიამ გერმანული მოდელი კონსტიტუციის შესაბამისად არ ჩათვალოს.

მისი აზრით, სწორედ ამიტომ თქვეს უარი ამ ინიციატივის გაგზავნაზე და ზოგადადაც ეს შიში არის მიზეზი იმისა, რომ უარს ამბობენ ნებისმიერი რამის განხილვაზე.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი რითიც ეხლა ხელისუფლებაა დაკავებული, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიების, ნახევრად პარტიების თუ ცალკეული პარტიების ლიდერების მოთაფვლის მცდელობაა, საუბარია იმაზე, რომ მეტი საბიუჯეტო დაფინანსება გადმოუგდონ მათ, თუკი ისინი გარკვეულ პროცენტს აიღებენ არჩევნებზე, მეტი ადგილები საარჩევნო კომისიაში და ა.შ.

ჩევულებრივი ვაჭრები არიან, ჰგონიათ რომ ვინმეს იყიდიან 

- ზურაბ ჯაფარიძე.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები