იაგო ხვიჩია - "ბიუროკრატები, რომლებიც ახლა ცხვრები არიან, გასკდებიან"

ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა.

ქვეყანაში ხდება ის, რომ ხელისუფლების ბოლო წელია და ბოლო წელს ყველა ხელისუფლება ფართხალებს და ეს სჭირს "ქართულ ოცნებას", რომელსაც მორალური საყრდენი მოეშალა და ზონდერების და ტიტუშკების იმედად არის დარჩენილი.

- ამბობს ხვიჩია.

მისი თქმით, "ოცნებაში" არ არის დარჩენილი 1 კაციც კი, რომელსაც ლაპარაკის რესურსი აქვს ვინმესთან, იმიტომ, რომ მთელი პარტია გადამგდები ან გადაგდებულია.

ხვიჩია ამბობს, რომ, როდესაც მთავრობას ყველანაირი მორალური ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, სიგიჟემდე მიდის:

"თუ ასე გააგრძელეს ისინი გადაასწრებენ ნაციონალურ მოძრაობას, "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი დამთავრებულია და ეს უბრალოდ დროის ამბავია."

როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს,  სახელმწიფო დგას ძალადობის მონოპოლიურ სისტემაზე და ერთადერთი რამ, რითიც ამ ძალადობას ამართლებენ არის უმრავლესობის ნება და ლეგიტიმაცია, რომელიც გვაჩვენებს, რომ ხალხს უნდა პროპორციული არჩევნები, ხოლო მთავრობის მოქმედებები ამის საპირისპიროა:

სრული არალეგიტიმურობის პირობაში ბიუროკრატია ინგრევა იმიტომ, რომ ერთ რიგით ბიუროკრატსაც კი არ აქვს ნდობა ერთი სახელმწიფო მოხელის მიმართ და ასეთ პირობებში ის ბიუროკრატები, რომლებიც ახლა ცხვრები არიან გასკდებიან.

- ამბობს იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერის განცხადებით, ეს პროცესები არ შეჩერდება რადგან ახლა საარჩევნო წელია და "ქართულ ოცნებას" არ აქვს აღარანაირი დაპირებების თუ რეფორმების რესურსი:

ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ მთელი საქართველო და დარჩენილი სამყარო, მან გადაყარა "ქოცების" წევრები, რომლებსაც ნახევარი წლის წინ სჯეროდათ, რომ ყველა ის შეცდომა, რომელიც 7 წლის განმავლობაში მოხდა გადაიფარებოდა პროპორციული არჩევნებით და ახლა ამ ადამიანებს "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მიზეზები გაუქრო.

- ამბობს იაგო ხვიჩია კავკასიის ეთერში. მისივე თქმით, ივანიშვილის  დაპირებას აღარ აქვს აღარანაირი ფასი და ამ სიტუაციაში გერმანული მოდელი  ის ოქროს შუალედია, რომელიც მდგომარეობას გამოასწორებდა.

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ,იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი, მისთვის კომფორტულ ჟურნალისტთან და საუბარი, რომელსაც არანაირი შინაარსი არ გააჩნდა.  - "ბიძინა ივანიშვილმა ამ ინტერვიუში გამოავლინა პანიკა - მესიჯი  კი  ის იყო, რომ არ არის საშველი და ყველა უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან"

15 წელია საქართველოში პოლიტიკა არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილმა 2005-2006 წლებში მოკლა პოლიტიკა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა შანსი, ქართულიპოლიტიკა გაეცოცხლებინა და მან შემოგვთავაზა ბელადომანია, პროპორციული არჩევნები გააცოცხლებს პოლიტიკას და დაასრულებს ბელადომანიას.

იაგო ხვიჩიას თქმით, ივანიშვილი ამ პოლიტიკურ პროცესში მარტოა დარჩენილი რადგან არჩილ თალაკვაძე, კობახიძე, შსს თუ ბოტები პოლიტიკა არ არის.

"არჩილ თალაკვაძე არაფერს არ წარმოადგენს ის პლინტუსს ქვევით არის და ასეთ პლინტუსს ქვემოთ ხალხთან ერთადაა დარჩენილი ივანიშვილი."

ავტორი: ნიკოლოზ ხუცურაული
 



კომენტარები