სიახლეები

176 Views
პოლიტიკა

"ოცნების" დეპუტატები დილით ადრე ადგნენ

უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში დილაადრიან მივიდნენ.

მათ შორის არიან, სოფო კილაძე, დიმიტრი ხუნდაძე და ელგუჯა გოცირიძე.

"დიახ, დღეს ადრე მოვედი. გარკვეული პოლიტიკური საკითხები გვქონდა გასავლელი. 07:00 საათზე და 08:00 საათზეც გინახივართ პარლამენტში"

- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჟურნალისტების შეკითხვას და ადასტურებს, რომ დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე მივიდნენ. კილაძე აცხადებს, რომ ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს.

ელგუჯა გოცირიძის თქმით კი არ იყო ინფორმირებული ამის შესახებ:

"ჩემთვისაც უჩვეულოა. დილით ადრე ადგომა არ მიყვარს. რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებაა რაიონში დღეს და იქ მინდა წასვლა. სულ რაღაც ორი წუთის საქმე მქონდა (პარლამენტში) და ახლა წავალ. კი არ შემოვიარე, საქმე მქონდა და ამისთვის მოვედი. არ ვიცი, არის თუ არა დღეს უმრავლესობის სხდომა. არ ვარ საქმის კურსში. დღეს სესიაზე დასწრებას არ ვაპირებ."

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირების მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოში 10:00 საათისთვის, როცა პირველი ღონისძიება - კერძოდ, იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო დაანონსებული, მხოლოდ უმრავლესობის რამდენიმე წევრი მივიდა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები