სიახლეები

161 Views
ციტატები

ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებზე: ეს არ ყოფილა ხელშეკრულება, ეს იყო კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში

ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება, ეს იყო ცალმხირივი დაპირება. ხშირად პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდება რაღაც შეთანხმება, ან საზოგადოების ნაწილთან ხდება შეთანხმება, რაღაცის საფუძველზე თმობენ და მის შესრულებას შესაბამისად მოითხოვენ. ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. ეს იყო ჩემი ინიციატივა, გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით.

- განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი აღნიშნავს, გუნდში ყველა განიცდის ამ კანონპროექტის ჩაგდებას, მათ შორის ისინიც, ვინც ამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები