სიახლეები

302 Views
პოლიტიკა

მხოლოდ გულწრფელობა მოიგებს ამ ბრძოლას თოფიანი ხალხის და დიდი ფულის წინააღმდეგ - ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძემ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებულ ოპოზიციასა და გულწრფელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი აზრით, მხოლოდ გულწრფელობას შეუძლია მოიგოს ბრძოლა თოფიანი ხალხის და დიდი ფულის წინააღმდეგ, ამიტომ მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიუხედავად იმისა, რომ ერთი მიზნის ირგვლივ არიან გაერთიანებული, ერთმანეთის გაკრიტიკება ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძონ.

როგორც ჯაფარიძე წერს, სწორედ მსგავსი ქცევა იქნება ჯანსაღი და გულწრფელი და არა დღევანდელი რეალობა როდესაც ოპოზიციური პარტიები არ აკრიტიკებენ “გირჩს” 'ხატების' აქციასთან დაკავშირებით.

ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციურ პარტიებს გულწრფელობისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ არ ითამაშონ:

გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

როდესაც ოპოზიციური პარტიები არ აკრიტიკებენ (აგინებენ) გირჩს 'ხატების' აქციასთან დაკავშირებით, ეგ არ არის გულწრფელი.

ნებისმიერისთვის, ვინც პოლიტიკას ადევნებს თვალყურს ამ ქვეყანაში, ცხადია, რომ რომ არა არსებული ერთობლივი საკონსულტაციო ფორმატი, ამ აქციის გამო უამრავ კრიტიკას (გინებას) მივიღებდით მათგან და ეს ნორმალურია.

როდესაც გირჩი ამბობს, რომ არაფერი დასამალი არ არის, ამასაც ვგულისხმობთ.

დროის ამ კონკრეტულ მომენტში, ერთად ვიკრიბებით ერთი კონკრეტული მიზნისთვის.

ამ მიზნის გარდა, სხვა რაიმე საერთო არ გვაქვს

და არც უნდა ვითამაშოთ, თითქოს გვაქვს.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ 'ახლა ერთმანეთის კრიტიკის დრო არ არის', ცდება.

რაც არ მოგვწონს, უნდა ვაკრიტიკოთ, ესაა ჯანსაღი და გულწრფელი ქცევა.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ კრიტიკის ან თუნდაც გინების გამო გირჩი განაწყენდება და გამოეთიშება საერთო საკონსულტაციო ფორმატს - ასევე ცდება.

სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის გამო ვართ იქ.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ გირჩი შეიცვლება და აწი, ან ოდესმე, ისე მოიქცევა, როგორც ოპოზიციურ პარტიებს ან რომელიმე ძლევამოსილ ინსტიტუტს მოეწონება - ასმაგად ცდება.

გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მხოლოდ გულწრფელობა მოიგებს ამ ბრძოლას თოფიანი ხალხის და დიდი ფულის წინააღმდეგ

- წერს ფეისბუქზე ზურაბ ჯაფარიძე.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები