სიახლეები

260 Views
პოლიტიკა

"თუ კოალიციურ მთავრობაზე მიდგება საუბარი, მზად ვართ დათმობებზე წასასვლელად" - ნიკა მელია "გირჩის" ინიციატივაზე

თუ კოალიციურ მთავრობაზე მიდგება საუბარი და თუ ეს ყველაფერი მოემსახურება ნაციონალური მოძრაობის მიმართ ნდობის გაზრდას, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგალითად.

ამის შესახებ ნიკა მელიამ ზურაბ ჯაფარიძის და "გირჩის" ინიციატივის პასუხად ისაუბრა.

"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში და სუს-ში ყოფნად არ მიგვაჩნია.

ბევრს ჰგონია, რომ ხელისუფლებაში ნამყოფი ძალა არის ნაკლი. მაგრამ, ჩემი აზრით, არის პოზიტივი იმიტომ, რომ ვიცით სად რა არ ვაკეთოთ და როგორ არ მოვიქცეთ. კი ბატონო, ჩვენ, ერთობის შენარჩუნების გამო, პირდაპირ გეუბნებით, მზად ვართ რაციონალურ დათმობებზე წავიდეთ. ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნად არ მიაჩნია ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელისუფლებად არ მიაჩნია, მხოლოდ სუსი მიაჩნია, პროკურატურა, პოლიცია და რობოკოპები ჰგონია ხელისუფლება."

- ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმის განხილვისას, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დადოს გარანტიები, რომ პროკურატურა, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იქნება მათი კონტროლის ქვეშ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები