სიახლეები

272 Views
პოლიტიკა

გორის მუნიციპალიტეტმა პოლონეთისგან მიღებული გრანტი ვერ გამოიყენა და დაბრუნებისას 10000 ლარით იზარალა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტმა პოლონეთისგან მიღებული €68 354-ს გრანტი დროულად ვერ გამოიყენა, ამიტომ უკან დააბრუნებინეს, როდესაც მუნიციპალიტეტმა დამატებით 10 000 ლარი იზარალა. 

აუდიტის განმარტებით, 2017 წელს საგრანტო შეთანხმების გაფორმებისას პოლონურმა მხარემ მოითხოვა, რომ შესაძლო პრობლემებზე მათთვის წინასწარ ეცნობებინათ, რაც გორის მუნიციპალიტეტმა არ გააკეთა.

კერძოდ, გამგებელმა შეთანხმებას ხელი მთავრობის თანხმობის გარეშე მოაწერა, რის გამოც პროცედურები დაგვიანებით დაიწყო.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ტენდერი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკენტაციის უზრუნველყოფის გარეშე გამოაცხადა და  გამოვლენილი დარღვევების გამო ტენდერი შეწყდა. 

როგორც აუდიტის სამსახური იუწყება პოლონურ მხარეს ეს ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდეს, ამიტომ მან უარი განაცხადა თანამშრომლობის გაგრძელებაზე და მოითხოვა თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლონური მხარის მიერ ჩარიცხული თანხა €68 354 ლარში იყო გადაკონვერტირებული, რამაც 200 149 ლარი შეადგინა. თუმცა, როდესაც ამ თანხით ევრო შეიძინეს უკან დასაბრუნებლად 65 070 გამოვიდა. აქედან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტს მოუწია 10 000 ლარი ბიუჯეტიდან აეღო, რომ დარჩენილი €3 285 შეეძინა და ვალი გადაეხადა. 

რამდენადაც ცნობილია, გრანტი სოფელ ტინისხიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობის რეაბილიტაციას და აღჭურვას უნდა მოხმარებოდა.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები