20 ნოე 2019
117 Views
მართლმსაჯულება

18 ნოემბერს დაკავებულების სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა

საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულების პროცესები გრძელდება, 37 ადამიანის საქმე ჯერ კიდევ გუშინ უნდა განხილულიყო, თუმცა არცერთი პროცესი არ მოესწრო და 20  ნოემბრისთვის, დღეისთვის გადაიდო.

ყველა დაკავებულის საქმე ერთ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილს აქვს ჩაბარებული. მან დღეს მხოლოდ 20 დაკავებულის საქმის ნაწილობრივ განხილვა შეძლო. ჯერ უცნობია, დააკისრებს თუ არა ის რომელიმე მათგანს ჯარიმას, თუ დატოვებს პატიმრობაში.

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმე 17:50 წუთზე იყო ჩანიშნული, თუმცა ჯაფარიძემდე ათეულობით ადამიანის პროცესია ჩანიშნული, მათ შორის გირჩის მმართველი საბჭოს წევრის იმედა კლდიაშვილის და ახალგაზრდა აქტივისტების, აღსანიშნავია, რომ კიდევ არ დაწყებულა 20-მდე ადამიანის სასამართლო პროცესი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები