სიახლეები

237 Views
პოლიტიკა

ხვიჩია : შსს-მ მყარად ვართ გაჯიუტებული საკუთარ სიბრიყვეშიო

შსს-ს განცხადებაში ის ამოვიკითხეთ, რომ ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, მყარად ვართ გაჯიუტებული საკუთარ სიბრიყვეშიო. სინამდვილეში ეს შსს-ს განცხადება კი არა, პოლიტიკური განცხადებაა და მთავრობის განცხადებაა.

ამბობს იაგო ხვიჩია ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო გულწრფელი კომუნიკაცია უნდა დაიწყონ ერთმანეთთან და საზოგადოებასთანაც, იმ საზოგადოებასთან, რომელიც შეურაცხყოფილია ტყუილის გამო და ფიქრობს, რომ გადაგდება ქართულ პოლიტიკაში არ მოსულა.

"ერთმანეთთან კომუნიკაცია თავიდან გვაქვს სასწავლი, ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა აღარ დაგვიტოვა.

ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, მართლა გულწრფელად უნდა გავარკვიოთ ერთმანეთთან, ვის რა უნდა და როგორ წარმოუდგენია ამ ქვეყნის მომავალი, იმიტომ, რომ საზოგადოება დღეს მაინც თავს იკავებს აქ გამოსვლისგან თუნდაც, ან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან, იმის გამო, რომ არ იცის რა იქნება მომავალში და ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გავცეთ."

განაცხადა იაგო ხვიჩიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები