სიახლეები

527 Views

შს მინისტრის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა.

ნინო ცაციაშვილი აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

2017-2019 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

2014-2017 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი იყო.

2009-2014 წლებში კი მუშაობდა პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში პროკურორის პოზიციაზე.

 

 

 

კომენტარები