სიახლეები

136 Views
პოლიტიკა

ხულორდავა: მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, არის დიდი ალბათობა, რომ მივიღოთ ეს კანონპროექტი

"ქართული ოცნების" სხდომა დასრულდა. უმრავლესობის წევრები პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული უბარიერო სისტემით უნდა ჩატარდეს.

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის თამარ ხულორდავას განცხადებით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმედს იტოვებს, რომ მაინც შეძლებენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მიღებას.

საკითხი არის რთული, იწვევს დიდ ვნებათაღელვას  პარტიის შიგნით. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მკვეთრად გაკეთდა მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას. თუმცა არის მოლოდინი, რომ რამდენიმე ჩვენი თანაგუნდელი, ამ რეფორმას ხმას არ მისცემს. მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ მივიღოთ ეს კანონპროექტი.

- განაცხადა ხულორდავამ სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები