სიახლეები

ინაშვილი "ოცნების" მაჟორიტარებს :დაანებეთ პოლიტიკურ მელაკუდობას თავი

დაანებეთ პოლიტიკურ მელაკუდობას თავი, თორემ ცოტა ხანში ყველა გავალთ გარეთ(ქუჩაში) და მერე იფიქრეთ პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები გააკრიტიკა, რომლებიც ცდილობენ უმრავლესობა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობაში დაარწმუნონ. პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ინაშვილის თქმით, სირცხვილია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უმრავლესობა ჯერ კიდევ ვერ შეჯერდა ამ თემაზე და ირაკლი კობახიძის პოზიციის დაცვა ოპოზიციას უწევს.

ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს და თქვენ მის წინააღმდეგ გამოდიხართ, თურმე არ გინდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ეს რას ნიშნავს? მზად ხართ იმ პროცესებისთვის, რაც ამ კანონპროექტის ჩაგდების შემთხვევაში განვითარდება ქუჩაში? მე ასეთ შემთხვევაში ყველა პარტიის მხრდამჭერს მოვუწოდებ, რომ გამოვიდეს ქუჩაში და მოვითხოვოთ იმ პირობის შესრულება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მისცა ხალხს.

- განაცხადა ინაშვილმა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები