12 ნოე 2019
49 Views
პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომას ნიკა მელია შეუერთდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

პროექტის თანახმად, 2020 წლიდან საქართველოში მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება.

პლენარულ სხდომას შეუერთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. 20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 55 დეპუტატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები