სიახლეები

182 Views
პოლიტიკა

ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვდა

პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე უმრავლესობის ფორმატში სხდომის ჩატარებას ითხოვდა. როგორც თავად ამბობს, ის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არ არის.

ხუნდაძის მოთხოვნა პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ არ დააკმაყოფილა.მისი თქმით განხილვა არ გადაიდება და დროს სრულად გამოიყენებენ პარლამენტის წევრები.

ბატონო დიმიტრი, განხილვის გადადების მოთხოვნაზე ჩემი პასუხი არის „არა“. განხილვა დღეს შედგება და გამოვიყენებთ სრულ დროს. შესაბამისად, შესვენების შემდეგ ყველა დაბრუნდება დარბაზში და გაგრძელდება ამ ინიციატივის განხილვა. თუ თქვენ გაქვთ კითხვები და დამატებითი დისკუსია გსურთ, მეორე განხილვის ფარგლებში კიდევ გვექნება პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა.

- მიმართა თალაკვაძემ ხუნდაძეს.

კომენტარები