7 ნოე 2019
290 Views
ეკონომიკა

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით თამბაქოს გაყიდვა იკრძალება

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა იკრძალება. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვებში.

21 ნოემბრიდან ასევე იზრდება, გასახვევი თამბაქოს ბეგარაც 35-იდან 60 ლარამდე. 

ასევე იკრძალება აქციზური მარკირების გარეშე ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების გაყიდვაც. 

დაფასოების გარეშე თამბაქოს რეალიზება ისჯება ადმინისტრაციული წესით, პირველ ჯერზე, 2000 ლარით, ხოლო განმეორებისას - 4000 ლარით.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები