სიახლეები

73 Views
ეკონომიკა

თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა

ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის კვლევის მიხედვით თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა.

2019 წლის მესამე კვარტალში თბილისში 8204 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11.9%-ით ჩამოუვარდება.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებითაც შემცირებულია.

TBC Capital გაუარესებულ გაყიდვებს ლარის გაუფასურებასა და სესხებზე გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს უკავშირებს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

 

კომენტარები