6 ნოე 2019
247 Views
პოლიტიკა

შმაქსისტები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ

შმაქსისტებმა  ზურაბ ჯაფარიძესა და გირჩის მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს. ისინი ქალაქის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით ან კახა კალაძე დაელაპარაკოს ამ ადამიანებს, ან თავი დაანებოს საერთოდ შმაქსებს და შეწყვიტოს მათი დევნა და დაშინება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქცია ასე უპრობლემოდ აღარ ჩაივლის და მოძრაობას გადაკეტავენ ქალაქში.

ამ წუთებში შმაქსისტების ნაწილი მერიის შენობაში იმყოფება, ისინი განცხადებას წერენ მერის სახელზე და მასთან შეხვედრას ითხოვენ.

მოთხოვნას რიგი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა სჭირდება, როგორც მერიაში განაცხადეს, განიხილავენ განცხადებას და დაუკავშირდებიან. შმაქსისტები ხელმოწერებს აგროვებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ბევრი ადამიანი ითხოვს კახა კალაძესთან შეხვედრას.

აღსანიშნავია, რომ გირჩის მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს თბილისის მერიის შენობაში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები