სიახლეები

79 Views

თბილისის მერიაში გაცემული პრემიები 52 მილიონ ლარს აღწევს

გასული 6 წლის განმავლობაში, თბილისის მერიაში გაცემული პრემიები და დანამატები თითქმის 52 მილიონ ლარს აღწევს.

  • 2013 წელს პრემიებსა და დანამატებზე თითქმის 17 მილიონი ლარი დაიხარჯა.
  • 2014 წელს პრემიებსა და დანამატებზე დახარჯული თითქმის 15 მილიონი ლარი
  • 2015 წელს პრემიებსა და დანამატებზე დახარჯულია თითქმის 7 მილიონი ლარი.
  • 2016 წელს 6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა საზოგადოებას პრემიებისა და დანამატების გადახდა.
  • 2017 წელს წინა წლებთან შედარებით პრემიებში დახარჯული თანხა განახევრდა, მაგრამ ჯამში პრემიებსა და დანამატებში 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
  • 2018 წელს მერიაში გაცემული პრემიები და დანამატები თითქმის 3 მილიონი ლარი იყო. თუმცა ეს გასული 6 წლის განმავლობაში ყველაზე მცირე თანხაა, რაც "ჩინოვნიკებმა" ხელფასის დანამატად აიღეს.

ასევე, ​მერიის თანამშრომლებს ემსახურება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 362 ავტომობილი, რომელთა ტექნიკური მომსახურებაც წელიწადში საშუალოდ ნახევარი მილიონი ლარი უჯდება ქალაქის მოსახლეობას.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები