სიახლეები

147 Views
პოლიტიკა

დევიდ კრამერი: 2020 წლის არჩევნები საქართველოში დემოკრატიის ტესტი იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები იქნება ტესტი იმისა, თუ რამდენად მიდის საქართველო დემოკრატიის მიმართულებით.

მისივე თქმით, ამ მხრივ ინტერესი დიდია როგორც ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, ისე სხვა მოკავშირეებისგან. ამაზე მან დღეს, 4 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

აშშ დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისა და შესაბამისი მოვლენების განვითარების მიმართ... დიდი ყურადღება დაეთმობა ამ არჩევნებს და იქნება ბევრი დამკვირვებელი...

-აცხადებს დევიდ კრამერი.

კრამერმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ს პარტნიორობაზეც და აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღების საგნად რჩება როგორც დემოკრატებისთვის, ისე მთლიანად კონგრესისთვის.

მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. მალე გამოგზავნიან ახალ ელჩს, რომელიც განაგრძობს და მხარს დაუჭერს ელიზაბედ რუდის საქმიანობას.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები