სიახლეები

166 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: მთავარი პოლიტიკური ძალები, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე, ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს

მთელი წლის განმავლობაში, არჩევნებამდე, იქნება ერთმანეთზე გადაბრალებები, ერთი მხარე იყვირებს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები სააკაშვილის მოწყობილია, მეორე მხარე კი ივანიშვილს დააბრალებს.

იაგო ხვიჩიამ, "გირჩის აზრში" საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ ხასიათზე ისაუბრა.

უკვე დაწყებულია მითქმა-მოთქმა, რომ ეს ყველაფერი მოაწყო ბიძინამ, ან პეტრესთან შეთანხმებით, ან მის გარეშე. მან გახადა შესაძლებელი, ახლა რაც ხდება. არჩევნებამდე ეცდებიან, რომ აჩვენონ, პატრიარქს ებრძვის ბიძინა, სუსი ჩაუნერგა და ა.შ. ამის მაგალითად მამალაძის საქმეც გამოდგება.

ქართული ოცნების მხრიდან კი იქნება ბრალდებები, რომ მიშამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო ყველაფერი, რომ პეტრე სააკაშვილთან დაახლოებული მღვდელმსახურია და ა.შ.

როგორც ხვიჩია ამბობს, საპატრიარქოს თემა მთელი წლის განმავლობაში,  ორივე პოლიტიკური ძალისთვის, კარგი საბაბი იქნება ერთმანეთზე ხელის გასაშვერად.

იაგო ხვიჩიას თქმით, ვისაც პატრიარქის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ცილისწამება ჰგონია, მათი მიზანი ამ თემის დამთავრება უნდა იყოს და არა კიდევ უფრო აქტუალიზაცია. 

როგორც "გირჩის" ლიდერი აღნიშნავს, საბოლოო ჯამში, ყველასთვის ცხადია, რომ ეს შიდა პრობლემები არსებობდა საპატრიარქოში და მოგონილი არ არის.

ეს პრობლემა, მიშა იქნება თუ ბიძინა იქნება, არცერთ მათგანს არ შეუქმნია, აქამდე სანამ პატრიარქი ჯანმრთელად იყო, ასე თუ ისე თვითონ აგვარებდა ყველაფერს, ახლა კი მოხუცდა, ჯანმრთლეობის პრობლემები აქვს და საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, ამ პროცესში, ცხადია, რომ ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შესაძლოა ჰქონდეს თავისი ინტერესები.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები