სიახლეები

854 Views
პოლიტიკა

მამა ზაზა თევზაძე "ბიბლიური თავისუფლების" უსაფუძვლოდ დემონიზებას არ ემხრობა

არ შეიძლება ყოველგვარი ცოდნისა და ინფორმაციის მიღების გარეშე ადგე, რაიმეს დემონიზება მოახდინო და ბრალი დასდო ადამიანებს.

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა ზაზა თევზაძემ  "გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის შესახებ "თავისუფალ ბაზარში"ისაუბრა.

მამა ზაზა თევზაძის თქმით, საპატრიარქოს მხრიდან ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება "ბიბლიური თავისუფლების" მიმართ, არაქრისტიანულია და ქრისტეს ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სანამ თქვენ განგსჯით, მე თქვენში პირველ რიგში უნდა ვეცადო აღმოვაჩინო, დავინახო დადებითი და არა სექტანტი გეძახო, ისე, რომ არც გამიაზრებია, არც წამიკითხავს, არც მომისმენია თქვენთვის და ბრალი დაგდოთ, დემონიზება მოვახდინო თქვენი - ეს ქრისტეს ეკლესიასთან არაფერ კავშირში არ არის.

- ამბობს მამა ზაზა თევზაძე.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები