სიახლეები

938 Views
პოლიტიკა

მეუფე პეტრეს თქმით ორი მოწმის მიყვანა შეეძლო სხდომაზე, რისი საშუალებაც არ მისცეს

ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, პეტრე ცაავას, განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე, როდესაც მან მამათმავლობის ცოდვაში ამხილა ეკლესია, ითხოვა მეორე დღემდე დრო მიეცათ და მოწმეებს წარადგენდა, რომლებიც ამ ფაქტს დაადასტურებდნენ.

სჯულის კანონის თანახმად, ორი ან სამი მოწმე, რომელიც არ არის მხილებული ცრუ ბრალდებაში, საკმარისია რომ დამტკიცებულად ჩაითვალოს ბრალდება. მე ვუთხარი, რომ მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომელიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ და ამაზე ისაუბრებენ, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს

როგორც პეტრე ცაავამ "მთავარის" ეთერში განაცხადა, იგი პატრიარქს ეუბნებოდა, რომ არასწორია, როცა ადამიანისგან კერპს ქმნიან:

მე ვუთხარი პატრიარქს, რომ კერპს ქმნიან თქვენგან და ღმერთზე და სამშობლოზე მაღლა ვერ დაგაყენებთ მეთქი. სწორედ ამის შემდეგ იყო პიდარასტიის ცოდვაზე საუბარი. 

მეუფე პეტრეს თქმით, "პიდარასტიაში", რომელი ტერმინითაც პატრიარქი მოიხსენია, ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელი იგულისხმა, რაც ეპისკოპოსის განცხადებით საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევდა იმას, რაზეც საუბრობდა იგი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები