საიდან მოდის სამუშაო ადგილები?

საიდან ჩნდება სამუშაო ადგილები? 
რატომ არ მუშაობს ყველა თვითდასაქმებით? 

ყველა ადამიანი ცდილობს ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს, რათა მოთხოვნილებები საუკეთესოდ დაიკმაყოფილონ.

შრომით ბაზარზე შესვლისას, თქვენ უკვე გაგაჩნიათ გარკვეული რესურსები. თქვენ ფლობთ ცოდნას, უნარ-ჩვევებს,ხელობას და გაქვთ მუშაობისთვის გამოყოფილი დრო. ამიტომ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა გზით იქნება ყველაზე მომგებიანი ამ რესურსის გამოყენება.
აქ  ორი არჩევანი გაქვთ: კომპანიაში მუშაობა, ან მისი დაარსება. 

ამ გადაწყვეტილების მიღებაში პოტენციური შემოსავლები დაგეხმარებათ. როდის გამოიმუშავებთ უფრო  მეტს?!  თითდასაქმებით თუ სამსახურის შოვნით? 

მოდით განვიხილოთ მაგალითი:

ჯეკი ფიზიკურად მუშაობს. მას შეუძლია ან სამშენებლო ტექნიკის  მართვა, ან იგივე  სამუშაოს ფიზიკურად შესრულება. 
ჯეკმა იცის, რომ უკეთეს კარიერას ის ფიზიკური მუშაობით გაიკეთებს. 

ახლა კი დავუშვათ, რომ ბაზარზე ერთ მეტრიანი თხრილის გაკეთება 10 დოლარი ღირს.
ჯეკი არჩევანის წინაშე დგას.  

მან, ან თხრილების გაკეთების შეკვეთები თავის თავზე  უნდა აიღოს,  ან სამშენებლო კომპანიაში სტაბილური სამსახური დაიწყოს. 

ერთგული ნიჩბით შეიარაღებული, დღის განმავლობაში ხუთი თხრილის გათხრას ასწრებს. იმ პირობით,თუ ორშაბათიდან პარასკევამდე იმუშავებს ეს მას თვეში 1000 დოლარს მოუტანს.  

სამშენებლო კომპანია ფლობს ტრაქტორს, რომლითაც ჯეკი დღეში 30 თხრილის გაკეთებას მოახერხებს, მაგრამ კომპანია მზადაა თითოეულ თხრილზე მხოლოდ 5 დოლარი გადაუხადოს მუშას, დანარჩენი კი თავისთვის დაიტოვოს. კომპანიის ხელფასზე ჯეკი 3000 დოლარს იშოვის. ამას გარდა, ჯეკისგან განსხვავებით, სამშენებლო კომპანიას უკვე გააჩნია კლიენტურა და კარგი პოზიცია  ბაზარზე 
 რაც იმას ნიშნავს, რომ მას იგივე პოზიციამდე დამოუკიდებლად მისასვლელად ბევრი შრომა დაჭირდება.  ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჯეკი ტრაქტორზე ბევრად  ნელა მუშაობს. 

შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, ,რომ სამშენებლო კომპანია ახდენს ჯეკის ექსპლუატაციას მისი სამუშაოს ღირებულების 50%-ის წართმევით? 

რომ არა ეს კომპანია ჯეკი კიდევ უფრო ცოტას გამოიმუშავებდა. მას არ გააჩნია საკმარისი კაპიტალი საკუთარი ეფექტურობის  გაზრდისთვის,  ხოლო დაბალი პოტენციური შემოსავლები არ აძლევს  დანაზოგის გაკეთების საშუალებას საკუთარი ტრაქტორის შეძენისთვის...

ისეთი კაპიტალით აღჭურვილ კომპანიაში მუშაობა,რომელიც  მის პროდუქტიულობას ზრდის,  ჯეკს უკეთ ცხოვრების შანს აძლევს. 
ჯეკის ჩათვლით, არცერთი რაციონალური ადამიანი არ დათანხმდებოდა ასეთ სამუშაოზე,  დამოუკიდებლად უფრო მეტის გამომუშავების გარანტია რომ ქონოდათ.
 
ასევე, თუ დამსაქმებელი არ მონახავს გზას დასაქმებულს თვითდასაქმებაზე მეტი ღირებულების სამუშაო შეთავაზოს, მაშინ ის ვერასდროს ვერავის დაიქირავებს. 
სამუშაოს ღირებულება კი კაპიტალის დახმარებით ყოველთვის იზრდება.
ხოლო, კაპიტალში როგორც  ნოუ-ჰაუ და ინსტრუმენტები, ასევე ბიზნეს კონტაქტები მოიაზრება . 

ბუნებრივია, რომ დამსაქმებელი ჯეკს მხოლოდ დიდსულოვნების  გამო არ დაასაქმებს. ბოსის მიზანი მის მიერ გაწეული სამუშაოს, ოპტიმალურად გამოყენება და მოგებად გარდაქმნააა . 
მოდით ახლა განვიხილოთ, თუ რას გულისხმობს სამუშაოს, მოგებისთვის გამოყენების სურვილი. 

მარტინს მრავალი წლის განმავლობაში სტაბილური სამუშაო ჰქონდა. თვიდან თვემდე ის სახელფასო დანაზოგს აკეთებდა, უარს ამბობდა რა, უფრო კომფორტულად ცხოვრებაზე. როცა მან 40 000 დოლარს მოუყარა თავი, დიდი რისკი გაწია,  დატოვა სამსახური და სამშენებლო კომპანია დააარსა. მან თანხა თანამშრომლების ხელფასებში,ინსტრუმენტებში და მანქანაში დააბანდა. თავიდან ის მცირე შეკვეთებს იღებდა, შესაბამისად მისი დანაზოგი მცირდებოდა, თუმცა თანამშრომლებს ხელფასს მაინც სტაბილურად უხდიდა. საწყის ეტაპზე ის  წინა სამსახურზე ნაკლებს გამოიმუშავებდა, მაგრამ თითოეული კმაყოფილი კლიენტი მისთვის დამატებითი შეკვეთების მომტანი იყო და თანდათან  მოგების ნახვაც დაიწყო.  

მან ეკონომიურად ხარჯვა გააგრძელა, დანაზოგი კი დასაქმებულების გადამზადებასა და უკეთესი ინსტრუმენტების შეძენას მოახმარა. რამდენიმე წელიწადში კარგ საბაზრო პოზიციაზე ყოფნის გამო, გაფართოება გადაწყვიტა.  კიდევ ერთი რისკი გაწია და მძიმე სამშენებლო ტექნიკა შეიძინა, მათ შორის სწორედ ის ტრაქტორი, რომელმაც ჯეკი დაასაქმა. 

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მარტინისთვის ეს ყველაფერი ქარს არ მოუტანია. პირველ რიგში, მას მრავალი წლის  განმავლობაში ხარჯვისგან თავის შეკავება და ფულის დაზოგვა უწევდა. 

შემდეგ მან დიდი რისკი გაწია, კომფორტულ და სტაბილურ სამსახურს  ბიზნესის დაწყება არჩია ..წარუმატებლობის  შემთხვევაში  არა მარტო მთელ  დანაზოგს, არამედ სამსახურსაც კარგავდა. ის ამ ყველაფერს სამომავალოდ მოგების მიღების იმედად აკეთებდა. სწორედ ეს იმედი არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. დიდი ალბათობით მაღალი შემოსავლის მიღების შანსის გარეშე, ის წინა სამსახურიდან არასოდეს წამოვიდოდა. 

სამუშაო ადგილების, როგორც ასეთის, შექმნა ძალიან მარტივია. ამისათვის თქვენ უბრალოდ სამშენებლო ტექნიკა უნდა აკრძალოთ. შემდეგ  კი შეგეძლებათ ერთი ტრაქტორი ათი ნიჩბიანი მუშით ჩაანაცვლოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადასახადის გადამხდელთა მილიონობით დოლარი, სანგრების მთხრელებს გადაუხადოთ, ხოლო შემდეგ დამატებითი მილიონებით ამ სანგრების ამოვსება დააფინანსოთ. მაგრამ ნათელია, რომ ეს წმინდაწყლის რესურსების ფლანგვაა და ის სხვაგვარად რეალური სარგებელის მოტანისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.

ყველანაირი მუშაობა ფუჭია, თუ ის ღირებულებას არ ქმნის. ვიდეოში “ის,რაც ჩანდა და ის, რაც არ ჩანს” ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ როგორ არ ძალუძს მთავრობას ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მას მხოლოდ მათი გადანაცვლება შეუძლია. უხეშად რომ ვთქვათ, მთავრობის მიერ შექმნილ თითოეულ სამუშაო ადგილზე, კერძო სექტორში ერთ პოტენციურ სამუშაოს ვკარგავთ. და მთავრობის მიერ შექმნილი ე.წ სამუშაო ადგილები უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებას არანაირ ღირებულებას არ მატებს.
ამის ერთ-ერთ სარწმუნო მაგალითს გაბერილი ბიუროკრატია წარმოადგენს. 
 
და მაინც, როგორ შეუძლია მთავრობას მეტი ნამდვილი სამუშაო ადგილის შექმნა?

თუ სამუშაო ადგილებს მხოლოდ სამომავლოდ მაღალი მოგების მიღების იმედი ქმნის, მაშინ მთავრობას ისღა დარჩენია, თავი შეიკავოს უკვე დაგროვილი კაპიტალის და მოგების ბუნებრივ ბრუნვაში ჩარევისგან.

მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს დიდი მოგების დაბეგვრისგან, რათა  მწარმოებლებს მომგებიან საქმიანობაზე გული არ აუცრუოს. 

ასევე, უნდა შეწყვიტოს ყველაზე პროდუქტიული სივრცეებიდან, დაგროვილი კაპიტალის ამოღება..

ამას გარდა, მთავრობამ უნდა შეაჩეროს ბიზნესმენებისთვის მუშახელის დაქირავების გაძვირება. თუ სამუშაო ადგილის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ამ სამუშაო ადგილის მიერ შექმნილი დოვლათი, მაშინ ის საერთოდ არ შეიქმნება. 

და ბოლოს,  მნიშვნელოვანია მთავრობამ  არ გამოიწვიოს ინფლაცია საპროცენტო განაკვეთებით მანიპულაციით, რადგან ეს დანაზოგების [რაოდენობას] ამცირებს.

რომ შევაჯამოთ, საუკეთესო რამ, რაც მთავრობას შეუძლია შრომითი ბაზრისთვის გააკეთოს, გვერდზე გაწევა და ბიზნესმენებისთვის ასპარეზის დათმობაა.
 



კომენტარები