სიახლეები

1481 Views
პოლიტიკა

ხმალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა უნდა გვიხაროდეს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემსაზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაჭარბებული ნაკადის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მერიის რეფორმა მუშაობს და ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის.

ვერ ვიტყვით, რომ მერია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. დღევანდელ ნაკადებს მეტრო აუდის, მაგრამ პრობლემა არის ერთ კონკრეტულ სადგურზე, რომელიც გადასაჯდომია ერთი ხაზიდან მეორეზე და იქ არის პიკის საათებში გადატვირთულობა. პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს სწორია და რაც მთავარია, შედეგიანი გამოდგა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები

აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"თუნდაც ორი საათი დასჭირდეს გზას, ეს სჯობს, ვიდრე დავავადდეთ"- ამბობს ხმალაძე.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ერთი თვეა, თბილისის მეტროში პიკის საათებში გადაადგილება, პრაქტიკულად შეუძლებელია. იხილეთ ვიდეო. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები