სიახლეები

1647 Views
ეკონომიკა

კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზი ათი თვის შემდეგაც ვერ დაადგინა

კონკურენციის სააგენტო პურის გაძვირების მიზეზების დადგენას ამ დრომდე განაგრძობს. 

როგორც ჩვენთან საუბრისას სააგენტოში განაცხადეს, დღეისათვის მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის დაზუსტება გრძელდება და შედეგები ცნობილი უკვე ძალიან მალე გახდება. 

სააგენტოს თავმჯდომარის, ნოდარ ხადურის გარდაცვალების შემდეგ, მის მოვალეობას ამ დროისთვის, მისი პირველი მოადგილე, დავით ჭიჭინაძე ასრულებს. 

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო პურის გაძვირების მიზეზებს უკვე ათ თვეზე მეტია შეისწავლის. უწყებას საკითხის შესწავლა იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასული წლის 10 დეკემბერს დაავალა.
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები