სიახლეები

191 Views
ეკონომიკა

საქართველოში ტურისტები ყველაზე მეტს საკვებსა და სასმელზე ხარჯავენ

საქართველოში უცხოელი ტურისტების გაღებული ხარჯების ყველაზე მეტი წილი საკვებსა და სასმელზე მოდის. 2018 წელს ვიზიტორებმა სულ 7.9 მლრდ ლარი დახარჯეს.

„თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის სექტორის კვლევა აჩვენებს, რომ უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში საკვებსა და სასმელზე გაწეული ხარჯები 2015 წლიდან მოყოლებული მზარდია.

თუ 2015-2016 წლებში საკვებსა და სასმელზე მათი ხარჯვის 24% მოდიოდა, ეს წილი 2017 წელს - 26%-მდე, 2018 წელს კი - 29%-მდე გაიზარდა.

2019 წლის პირველ ნახევარში უცხოელმა ვიზიტორებმა მათი ხარჯების 25% მიმართეს საკვების და სასმელის შესაძენად, 2018 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 28%-ს შეადგენდა.

2015 წელთან შედარებით გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების მიერ განთავსების საშუალებებში დახარჯული თანხებიც.

წყარო: bm.ge

კომენტარები