Benj Amin- ის ჯარის ისტორია - #არამონობას

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ქუჩაში მოვდიოდი, კრიმპოლის თანამშრომელმა გამაჩერა და პირადობა აგრესიულად გამომართვა (აქ გასაკვრი არაფერია, ყველანი მიჩვეულები ვართ ბავშობის კომპლექსებით შეპყრობილ მოძველბიჭო პოლიციელებს), მაშინვე აიღო ტელეფონი და დარეკა იმ იდუმალ ადგილას, სადაც ყოველთვის რეკავენ. უთხრა ჩემი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და იქიდან საოცარი პასუხი მივიღეთ ძებნაზე არისო, თავიდან დავიბენი. მერე დამიკონკრეტა კომისარიატი გეძებს და მაგიტომ ხარ გადაცემულიო.

იმდღესვე წავედი კომისარიატში, გზაში ვიფიქრე ვინმე დაკარგული დედმამიშვილი ხო არ მყავდა, აბა კომისარიატში რა უნდა დედისერთას :D

იქ მისულს, ბატონმა კომისარმა გამომიცხადა რომ ერთი წელია მეძებდნენ. ტელეფონის ნომერიც შეცვლილი მქონდა და სადაც ვფიქსირდებოდი იმ მისამართზე არავინ დახვადათ, (სხვაგან რომ გადავედი საცხოვრებლად თურმე უნდა განმეცხადებინა) დედისერთობის ცნობა უნდა წარმედინა მაქსიმუმ მეორე დღეს თორემ ან ჯარში წამიყვანდნენ ან სასამართლო მომიწევდა.

ვინაიდან ერთი მშობელი არ ცხოვრობს საქართველოში დედისერთობის ცნობა 80 ლარი ჯდებოდა რომელიც იმ წუთას არ მქონდა.

მარაზმის მაშტაბი წარმოიდგინეთ, ფული უნდა გადავიხადო იმაში რომ დავამტკიცო, რომ დედისერთა ვარ.

წავედი "ბიბლიური თავისუფლების" ოფისში, ავიღე ბთ-ს ცნობა და მივიტანე, რომელიც უსასყიდლოდ მომცეს და არ გამწირეს არც "ვიშკაზე" სადგომად, არც სასამართლოსთვის. მის მერე არავინ გამოჩენილა :)

სოფო კილაძე
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი სესიაშვილი/Irakli Sesiashvili
ქართული ოცნება / Georgian Dream 
საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳

აქ მარტო სავალდებულო სამსახურზე არაა ბნელებო, დედისერთას მიმათრევდით ჯარში და რომ არა გირჩი ეხლა არავინ იცის რა დღეში ვიქნებოდი, ბატონო დეზერტირო მინისტრო, თქვენ კი ჯობია ჯერ სამხედრო სამსახური გაიაროთ და ენა მერე ატლიკინოთ. :)

#არამონობას

ავტორი: Benj Amin



კომენტარები