სიახლეები

624 Views
პოლიტიკა

საბო: ვისურვებდი, ხაზარაძეს არაეპატაჟური, საქმიანი გამოსვლა ჰქონოდა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო“ გუშინდელ პრეზენტაციას ჰერმან საბო აფასებს. როგორც მან ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა, ყოფილი ბანკირი და ახლა უკვე დამწყები პოლიტიკოსი ხაზარაძე გუშინ, საზოგადოების წინაშე, საქმიანი და კონკრეტული მოხსენებით უნდა წარმდგარიყო.

როდესაც შენი იმიჯი რაღაცას წარმოადგენს და გამოდიხარ სრულიად აცდენილი მესიჯბოქსით, ლექსების თქმით და ურაპატრიოტული განცხადებებით, რაღაცნაირი შეუსაბამობის გრძნობა მეუფლება. ეჭვი მაქვს, ჩვენი რჩევები მის ყურამდე არ მივა და გული მწყდება. ვისურვებდი, უფრო საქმიანი გამოსვლა ჰქონოდა, კონკრეტული ამბავი მოეყოლა. ყოველგვარი ეპატაჟის და რაღაცების გარეშე -  დოლები, ლელოს დაწერა და ა.შ. ჩვეულებრივად ეთქვა, რაც ხდება.

მაინც მთავარი ამბავი იქნებოდა ეს გუშინ, რაც არ უნდა გაეკეთებინა. გაეკეთებინა ისე, როგორც პროფესიონალ, წარმატებულ ადამიანს შეეფერება. ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი წარმოიდგინეთ იმ ადგილას და ჩაჯდებოდა წარმატებით. ზოგი უფრო სასაცილო იქნებოდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ვინ არ შეიძლება იქ მდგარიყო, „ლელო“ დაეწერა და დოლების ხმაზე სადღეგრძელოები ეთქვა. რატო შემოვიდა ასეთი იგივენაირობით როგორი პოლიტიკოსებიც სათლი-მანეთია, არ მესმის“ - აცხადებს საბო.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ გუშინ, ანაკლიაში წარადგინა.

კომენტარები